7 დღის განმავლობაში მიიღებთ უკუკავშირს HUMRA-სგან. ელექტრონულ ფოსტაზე კოორდინატორის წერილი მოგივათ.
თუკი ვიდეო შეესაბამება კონკურსის პირობებს, თქვენი განაცხადი დამტკიცდება და მას ჟიური განიხილავს. ვიდეოს სქრინი, მისი ავტორის მითითებით, კონკურსის გვერდზე გამოქვეყნდება.
ნამუშევრების მიღება დასრულდება 13 ნოემბერს. ჩამოვაყალიბეთ ლონგ-ლისთს, შემდეგ კი შორთ-ლისტს, რომელსაც ჟიური შეაფასებს.
10 დეკემბერი — გამოვლინდება გამარჯვებულები 2 ნომინაციაში (ანიმაცია და ვიდეო). გამოქვეყნდება შესაბამისი პოსტი და პირადად დავუკავშირდებით გამარჯვებულებს.
რომელ ქვეყნებში ტარდება კონკურსი?
საქართველო, ბელარუსი, რუსეთი, უკრაინა, გერმანია.
მონაწილეობის პირობები
1. ორიგინალური მასალა — კონკურსი მონაწილეობისთვის არ დაიშვება კომპილაციები ფილმებიდან.
2. ვიდეო უნდა შეესაბამებოდეს თემას "ომი — გამოსავალი არ არის".
3. მიიღება ვიდეოები ქართულ, უკრაინულ, ბელორუსულ, რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. აუცილებელია, ვიდეოებს თან ახლდეს ინგლისური სუბტიტრები.
4. კონკურსში არ მიიღება ვიდეო-რგოლები,რომელიც შეიცავს არანორმატიულ ლექსიკას.
5. ასევე არ მიიღება ვიდეოები, რომელიც წინააღმდეგობაშ მოდის მონაწილე ქვეყნების კანონმდებლობასთან (საქართველო, ბელარუსი, გერმანია, რუსეთი, უკრაინა) (მაგ. შეიცავს ძალადობისკენ მოწოდებას, შეურაცხყოფას და ა.შ.)
6. განმცხადებელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი.
7. კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, შეცვალონ პრიზების მოდელი და ბრენდი.
8. პრიზის ჩანაცვლება ვერ მოხდება მისი ფინანსური ეკვივალენტით.
9. ჟიურის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
10. საავტორო უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელია ავტორი, კონკრეტული ვიდეოს ავტორი.
11. კონკურსის მონაწილეები თანახმანი არიან, მიაწოდონ ორგანიზატორებს საკუთრი პირადი ინფორმაცია (სახელი,გვარი, მამის სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ა.შ.).
კონკურსის პრიზები
რა თქმა უნდა, კონკურსში მონაწილეობისთვის მთავარი საბაბი მისი იდეებისა და ღირებულებების გაზიარებაა. მაგრამ არც ძვირფასი საჩუქრის მიღებაა ცუდი!
ორივე ნომინაციაში ესაა:
I ადგილი - სამონტაჟო ნოუთბუქი, პროცესორ Intel iCore7-ს ბაზაზე.
II ადგილი - ნახევრადპროფესიონალური ფოტოკამერა Canon
III ადგილი - ხმის სტერეოჩამწერი Tascam
გისურვებთ წარმატებებს!
Sandro Gvindadze
Региональный координатор в Грузии.
მანიფესტი
როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია სამყაროს შეცვლა კარგი იდეებისა და კაშკაშა ვიზუალის მეშვეობით?
შესაძლებელია, მულტფილმების მეშვეობით ჩვენი საზოგადოების ცხოვრება უკეთესი გავხადოთ?
ჩვენ ამის გვწამს!
პროექტი "HUMRA", ჩვენი საერთო სულისკვეთების შედეგია. გსვურს, შევახსენოთ სამყაროს მშვიდობის შესანარჩუნებისა და მოპოვების საქმეში, უნივერსალური ჰუმანური ფასეულობების მნიშვნელობის შესახებ.
ჩვენ ფსონს ვაკეთებთ ახალ, შემოქმედებით მიდგომაზე, იდეებისა და რესურსების მიმოცვლაზე, ერთი შეხედვით, ისეთ განსხვავებულ სფეროებს შორის, როგორიცაა კულტურა, ხელოვნება, უფლებადამცველი საქმიანობა და განათლება. ჩვენი ანიმაცია არამხოლოდ კაშკაშა და საინტერესო ისტორიაა, ის ასევე წარმოადგენს პერსპექტიულ და ინოვაციური ინსტრუმენტს, საზოგადოებაში დღეს არსებული რელევანტური პრობლემების განსახილველად: რა არის მშვიდობა? რა არის უფლებები? რა უნდა ვქნათ საიმისოდ, რათა არ დავუშვათ ამ უფლებების დარღვევა და ადამიანური ღირსების შელახვა? ვინ უნდა უზრუნველყოს ამ უფლებების დაცვა? და, საბოლოო ჯამში, ვინ არის "ადამიანი"? როგორც ვხედავთ, სიტყვათა შეთანხმება "ადამიანის უფლებები" იმაზე მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს.
HUMRA — ს მულტფილმები იძლევა შესაძლებლობას, არამხოლოდ დავფიქრდეთ ამ თემებზე, არამედ შევქმნათ, განვიცადოთ, ვიგრძნოთ, საკუთარ თავში შევუშვათ ეს ისტორიები, რის შედეგადაც, ახლებურად მივუდგებით იქ წამოჭრილ პრობლემებს.
ჩვენი გუნდი აერთიანებს კულტურული, უფლებადამცველი და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გერმანიიდან, საქართველოდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან. პროექტის საგანმანათლებლო ქსელში გაერთიანებულნი არიან გამოცდილი ტრენერები და პედაგოგები, რომლებიც სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს ადამიანის უფლებების შესახებ სხვადასხვა ენებზე ესაუბრებიან.
გახსნილები ვართ თანამშრომლობისთვის და ვეძებთ თანამოაზრეებს, რომლებიც მზად იქნებიან, ჩვენთან ერთად შექმნან მულტფილმები, ჩაატარონ საგანმანათლებლო ღონისძიებები ახალგაზრდებისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ამ ინტერნეტ-გვერდის საინფორმაციო შინაარსი წარმოადგენს მოსკოვში გოეთეს ინსტიტუტის გერმანული კულტურული ცენტრისა და მისი პარტნიორების პასუხისმგებლობის საგანს და შეიძლება არ გამოხატავდეს ევროკავშირის პოზიციას.