კოკურსის "ომი გამოსავალი არ არის" შედეგები გამოქვეყნდა! დაწვრილებით: facebook, VK, YouTube.
„ომი გამოსავალი არ არის!“
მოკლე ვიდეო რგოლების საერთაშორისო სამშვიდობო კონკურსი.რა უნდა გავაკეთოთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად?
- ყურადღებით წაიკითხეთ კონკურსის პირობები.
- შექმენით ვიდეო, ან ანიმაციური რგოლი, რომელიც კონკურსის პირობებს შეესაბამება და გამოაქვეყნეთ ის Youtube-ზე.
- 13 ნოემბრამდე გამოგვიგზავნეთ ვიდეოს ბმული და თქვენი კოორდინატები, შეავსეთ მოკლე ანკეტა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ლეონიდ კრივენკუს, — humra2015@gmail.com. თუმცა დასაყისისათვის, წაიკითხეთ გვერდი ბოლომდე. ვეცდებით, ყველაფერი აგიხსნათ.
რა პრიზები ერგებათ გამარჯვებულებს?
- I ადგილი — სამონტაჟო ნოუთბუქი, პროცესორ Intel iCore7-ს ბაზაზე.
- II ადგილი — ნახევრადპროფესიონალური ფოტოკამერა Canon.
- III ადგილი — ხმის სტერეოჩამწერი Tascam.
მთავარი კი ისაა, რომ შეძლოთ, ხმა მიაწვდინოთ საერთაშორისო საზოგადოებას და უთხრათ, რომ ომის წინააღმდეგი ხართ.
რისთვისაა კონკურსი?
კაცობრიობას მძიმე ხანა უდგას - თითქმის ყოველდღიურად ვიგებთ "ცხელ წერტილებში" მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებების შესახებ. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითოქს ამას მივეჩვიეთ კიდეც, თითქოს ეს ნორმად, ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. მაგრამ ომი არ არის ნორმა! რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ხდებოდეს. ეს ათასობით ადამიანის ტრაგედიაა და მასზე ნებისმიერ საღად მოაზროვნე ინდივიდს შესაბამისი რეაქცია უნდა ჰქონდეს. მშვენივრად ვიცით, რომ არსებობს ათასობით ადამიანი, ვისაც აქვს მოთხოვნილება, გააკეთოს რაღაც ომის წინააღმდეგ და განაცხადოს, რომ მისთვის იგი უმნიშვნელო არ არის. პროექტი HUMRA გეპატიჟებათ ბელორუსიაში, გერმანიაში, საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებს, მონაწილეობა მიიღოთ მოკლემეტრაჟიანი ვიდეო-რგოლების საერთაშორისო კონკურსში: "HUMRA: War is Not the Answer / ომი გამოსავალი არ არის". ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივის მიზანი ომის შეწყვეტაა. ამ კონკურსის მიზანს კი წარმოადგენს მშვიდობისკენ სწრაფვა და მისი განმტკიცება, საერთო მსოფმხედველობის მქონე ადამიანების გაერთიანება და სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობისადმი მათი აზრების მიტანა.
საკონკურსო ვიდეოების მაგალითები პროექტ HUMRA-სგან
აი, ასეთი ვიდეოები სავსებით დაგვაკმაყოფილებს. პირველ როიგში თქვენი იდეა გვაინტერესებს, ტექნიკა და გამოცდილების ამბავია!

ანტისამხედრო მულტფილმი, რომელიც გერმანელმა, ავსტრიელმა და რუსმა ბავშვებმა, საერთაშორისო ფესტივალზე REC for Kids, სულ რაღაც 4 დღეში გადაიღეს. სამუშაოს საბავშვო ანიმაციური სტუდია "ДА"-ს პედაგოგები ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ მულტფილმი
იხილეთ მულტფილმი
მშვიდობიანი მე

Откуда берутся стены? Кто и зачем их строит? Что или кто за ними прячется? И как их разрушить? Обо всем этом и многом другом думали учащиеся школы в селе Пролетарское Грозненского района, когда создавали вместе с режиссером Асей Умаровой и командой проекта HUMRA этот мультфильм. Найдутся ли в нем ответы на все эти вопросы?
Посмотреть мультфильм
Посмотреть мультфильм
კედელი

ჩეჩნეთში გამართულ პროექტ HUMRAს ერთ-ერთ მასტერ-კლასზე, მონაწილეები განიხილავდნენ შეზღდუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა უფლებებს.
ამ საუბრის შედეგად, მათ შექმნეს მულტფილმი „კონტაქტი“, რომელიც მოგვითხრობს, რომ ყოველთვის შეგვიძლია, ვიპოვოთ ერთმანეთთან ურთიერთობების გზები. უბრალოდ საჭიროა, ავიყვანოთ თავი ხელში და დავეხმაროთ სხვებს.
მულტფილმის ნახვა

კონტაქტი

ღირს კი ბრმად დავუჯეროთ ყველაფერს, რასაც რადიოსა და ტელევიზორში გადმოსცემენ? ვიდეოს ავტორები მოუწოდებენ ყველას, თავად გასცენ ამ კითხვას პასუხი.ვიდეო შეიქმნა 2015 წელს, ბელორუსში, პროექტ HUMRA-ს მასტერკლასზე.
იხილეთ მულტფილმი
იხილეთ მულტფილმი
2x2=5
საკონკურსე ჟიური

მაქსიმ ბუტკევიჩი
ჟურნალილსტი, უფლებადამცველი, საზოგადო მოღვაწე.
1999 წლიდან მუშაობდა კორესპონდენტად და უკრაინული ტელეარხების "СТБ", "1+1", "Интер" საერთაშორისო ინფორმაციის განყოფილების რედაქტორი, უკრაინული ბი-ბი-სის სამსახურის ხელმძღვანელი. მრავალი წელია, თანამშრომლობს ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალთან "Docudays UA". საზოგადოებრივი ორგანიზაციის "ადამიანის უფლებების საინფორმაციო ცენტრის" ერთ-ერთი დამაარსებელი. არასამთავრობო საგანმანათლებლო პროგრამა "ადამიანის უფლებების გააზრების" ტრენერი. აჟამად პროექტის "საზღვვრებს გარეშე" ერთ-ერთი კოორდინატორი. ადამიანის უფლებების საკითხში უკრაინის უმაღლესი რადის საზოგადოებრივი საბჭოს წევრი. ინიციატივა „სოლიდარობის კომიტეტის“ მონაწილე.

მარიამ კანდელაკი
ანიმაციური ფილმების რეჟისორი, პროდიუსერი, საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის, "ნიქოზის" ორგანიზატორი.
ევროპული ანიმაციური პრემიის "ემილის" ელჩი საქართველოში.
ევროპული ანიმაციური პრემიის "ემილის" ელჩი საქართველოში.

სერგეი ბოკუვსი
რეჟისორი, უკრაინის დამსახურებული ხელოვანი და სახალხო არტისტი, ტარას შევჩენკოს სახელობის პრემიისა და პრემია "ტელეტრიუმფის" ლაურეატი. ცნობილი უკრაინელი დოკუმენტაილისტი, რომლის ფილმებიც არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებული. გადაღებული აქვს 40-ზე მეტი დოკუმენტური და სატელევიზიო ფილმი.
განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ფილმმა "მითხარი შენი სახელი", სადაც ჰოლოკოსტის ისტორიაა მოთხრობილი. ასევე ფილმმა "ცოცხლები", რომელიც გოლოდომორს გადარჩენილი 30 მოწმის ჩვენებებს ეფუძნება.
განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ფილმმა "მითხარი შენი სახელი", სადაც ჰოლოკოსტის ისტორიაა მოთხრობილი. ასევე ფილმმა "ცოცხლები", რომელიც გოლოდომორს გადარჩენილი 30 მოწმის ჩვენებებს ეფუძნება.

კონსტანტინ ბრონზიტი
სცენარისტი, ანიმაციური ფილმების რეჟისორი.
მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, კინო-ხელოვნების ფრანგული ეროვნული აკადემიის წევრი, 2009 წლიდან კინო-ხელოვნების ამერიკული აკადეემის, „ოსკარის“ წევრი.
მიღებული აქვს ორი ნომინაცია „ოსკარზე“, კატეგორიაში „საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი“, მულტფილმებისთვის „საპირფარეშოს ისტორია - სიყვარულის ისტორია“, და „ჩვენ ვერ ვძლებთ კოსმოსის გარეშე“.

მარინა რაზბეჟკინა
რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი. ეროვნული პრემია „ლავრის“ ლაურეატი, კინოკავშირის წევრი, არამხატვრული კინოსა და ტელევიზიის გილდიის წევრი, პრემია „ნიკას“ ლაურეატი“. კინოხელოვნების ევროპული აკადემიის წევრი.
დოკუმენტური კინოსა და თეატრის სკოლის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი.
დოკუმენტური კინოსა და თეატრის სკოლის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი.

ასტრიდ ვეგე
მოსკოვის გოეთე-ინსტიტუტის კულტურული პროგრამების ხელმძღვანელი, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. წარსულში იყო პუბლიცისტი და კურატორი თანამედროვე ხელოვნების სფეროში.

ანდრეი იუროვი
ახალგაზრდული უფლებდაცმცველი მოძრაობის საპატიო პრეზიდენტი; საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბელორუსში ადამიანის უფლებების სადამკვირვებლა საერთაშორისო საკონტროლო საბჭოს წევრი, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის სტრატეგიული განვითარების დირექტორი, რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა საკითხებში რწმუნებულთან არსებული საექსპერტო საბჭოს წევრი, ეუთოში საერთაშორისო სამოქალაქო საინიციატივო საბჭოს წევრი.

Noize MC
რუსი როკ და რეპ-შემსრულებელი, ფრისტაილერი, 2000-იანი წლების თაობის კუმირი.
დღესდღეისობით, Noize MC-მ გამოუშვა 9 სტუდიური ალბომი და 40 კლიპი. რუსეთში მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.
ივან ალექსეევის სიმღერები, როგორც წესი, პირად გამოცდილებას ეფუძნება და ხშირად ეხება სოციალურ, პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებს.

მხარდამჭერები