არ დაგავიწყდეთ სუბტიტრების ენის არჩევა!

საპნის ბუშტები

რეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი: კოლექტიური მუშაობა ანიმაციური სტუდიის “ტელესკოპ“-ის მასწავლებლების ხელმძღვანელობით
ქვეყანა: რუსეთი, ვორონეჟი
ხანგრძლივობა: 6 წთ. 26 წ.
წელი: 2015

მულტფილმის მთავარი გმირი — მოგზაური, შექმნილია მაღალკლასელების მიერ HUMRA-ს პროექტის ფარგლებში. ის არ გავს ყველას: ის არ არის პლასტელინისგან გაკეთებული, არ არის კარტონისგან ამოჭრილი, მას არა აქვს მრგვალი თავი, ის დახატულია ქაღალდზე და მას აქვს დიდი ყურები. ის მოგზაურობს სხვადასხვა საპნის ბუშტ - სამყაროებში, სადაც აწყდება გულგრილობას, დისკრიმინაციას, სხვისი აზრის თავზე მოხვევას.
ბუშტები მულტფილმში თამაშობენ, საზოგადოებებს, ადამანებს და მათ ინტერესებს შორის არსებულ საზღვრების როლს. ბოლოს მოგზაური თვითონ იწყებს საპნის ბუშტების გავრცელებას.
ითვლება თუ არა ეს ახალი ისტორიის დასაწყისად? თვითონ მან ხომ არ შექმნა ეს საპნის ბუშტები, სადაც არ იპოვა თავისი ადგილი? თუ მოგზაური ცდილობას ამ გზით შექმნას თავისი იდეალური სამყარო?